მილანის "ინტერმა” როგორც იქნა აისრულა ასე ნანატრი ოცნება და გააწია ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ნერაძური შეგახსენებთ რომ, 1965 წლის შემდეგ არ გასულა ფინალურ ეტაპზე. ეს ყველაფერი კი ჟოსე მოურინიოს დამსახურებაა. ინტერნაციონალემ ნახევარ ფინალში კატალონიური "ბარსელონა” დაამარცხა და ფინალში დიდი გაჭირვების შეეგად მოხვდა. მოურინიოს გუნდმა პირველი შეხვედრა საკუთარ სტადიონზე ითამაშა და 3-1 გაიმარჯვა. აბსოლიტურად სხვაგვარი მატჩი შედგა კამ ნოუზე. "ბარსას” მეკარეს ვიქტორ ვალდესს არცერთი დარტყმული ბურთი არ მოიგერიებია. მხოლოდ "ბარსელონა” უტედვა. რომ არა ბრაზილიელი ლუსიო, "ინტერი” ფინალში შეიძლება ვერც გასულიყო. იტალიელებმა ეს მატჩი 10 კაცით დაასრულეს. პირველ ტაიმში მსაჯმა ტიაგო მოტა გააძევა მოედნიდან. ამისდა მიუხედავად "ინტერმა” მაინც ბოლომდე იბრძოლა. მატჩის მიწურულს კატალონიელებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა და აანერვიულეს მოურინიო და თავისი შეგირდები. გოლი ხერარდ ფიქემ გაიტანა, თუმცა ორი მატჩის ჯამში გამარჯვება "ინტერმა” მოიპოვა, ანგარიშით 3-2.
რაც შეეხება მეორე ფინალისტს, მიუნხენის "ბაიერნს” მათ ბრწყინვალედ ითამაშეს ნახევარ ფინალში. მიუნხენის გრანდის მეტოქე ოლიმპიქო "ლიონი” იყო. პირველი შეხვედრა მიუნხენ არენაზე გაიმართა, სადაც დიდი გაჭირვების შემდეგ მაინც მოიგო "ბაიერნმა” 1-0.
საპასუხო შეხვედრაში მიუნხენელებმა საოცარი ფეხბურთი აჩვენეს და მეტოქეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადაურბინეს. ანგარიში 0-3. ყველა გოლი ხორვატმა ივიცა ოლიჩმა გაიტანა.
ფინალი 22 მაისს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. საქართველოში პირდაპირ ეთერს ტელეკომპანია რუსთავი-2 და I-არხი წარმოგიდგენთ. მატჩი საქართველოს დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
წყარო:Geo-Football.Com